Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ნიუ იორკში შეხვდება ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნაჯი საბრის, რათა მასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილოს ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნების საკითხი.

ანანის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა 7 მარტს გაიმართება. გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყმა 1998 წელს გააძევა ქვეყნიდან და – გაეროს უშიშროების საბჭოს დაჟინებული მოთხოვნების მიუხედავად – უარს აცხადებს ინსპექციების განახლებაზე. ბაღდადი ამტკიცებს, რომ მასობრივი განადგურების იარაღს არ ფლობს.
XS
SM
MD
LG