Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, დაასრულა თავისი ვიზიტი ირანში და ხვალ ინდოეთს ეწვევა.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, დაასრულა თავისი ვიზიტი ირანში და ხვალ ინდოეთს ეწვევა.

თეირანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კარზაიმ მადლობა გადაუხადა ირანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ავღანეთს 80-იან წლებში, საბჭოთა ოკუპაციის დროს გაუწია. ირანის პარლამენტში გამოსვლისას, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთისა და ირანის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებას. თეირანში კარზაის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე შეერთებულმა შტატებმა ირანი ავღანეთში დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG