Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კონფერენცია "ქალი და პოლიტიკა: პრობლემები და პერსპექტივები"


ია მერკვილაძის რეპორტაჟი ხარკოვიდან დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან "ქალი და მსოფლიო" შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ხარკოვიდან.

ამ ქალაქს (რომელიც, როგორც მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი, უკრაინის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრია) ბოლო ათწლეულის მანძილზე სახელი გაუთქვა აკადემიურმა გამოცემებმა საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის შესახებ: ხარკოვის "გენდერული კვლევის ცენტრის" გამოკვლევები მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე კომპეტენტურად არის აღიარებული.

ორიოდე დღის წინათ იქ დასრულდა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ქალი და პოლიტიკა: პრობლემები და პერსპექტივები", რომელიც უკრაინაში 31 მარტის არჩევნების მოახლოების გამო ფრიად აქტუალურ საკითხებს დაეთმო: "სჭირდება თუ არა ქალს პოლიტიკა და პირიქით: სჭირდება თუ არა პოლიტიკას ქალი?" ხარკოვის კონფერენციაზე უკრაინელ და უცხოელ ექსპერტებთან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, ბიზნესმენებთან ერთად მიწვეული იყო ჩვენი თანამშრომელი, ია მერკვილაძე. როგორც მან შეიტყო, კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩეხეთის, პოლონეთისა და ლიტვის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ სტრუქტურებში, ქალთა და მამაკაცთა რაოდენობრივი წარმომადგენლობის მკვეთრი დისბალანსი არსებობს. ახლა კი თვით იას მოუსმინეთ.

(იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG