Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის


ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეხმარება 4 ბატალიონისა და ერთი ასეულის მომზადებაში, რომლებიც ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების საფუძველს შექმნიან.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეხმარება 4 ბატალიონისა და ერთი ასეულის მომზადებაში, რომლებიც ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების საფუძველს შექმნიან.


ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, ქართული ქვედანაყოფების მომზადებაში ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობა – სამხედრო სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის პროგრამის ჩარჩოებში მოხდება. გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა პირველი ჯგუფი, ქართული არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მოსამზადებლად, მარტის მეორე ნახევარში ეწვევა საქართველოს.
XS
SM
MD
LG