Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები 1


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები 1 მარტს გამართული შეხვედრისას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები 1 მარტს გამართული შეხვედრისას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო ძალთა ახალი მანდატი გულისხმობს უსაფრთხოების ზონის გაფართოებას, რომელიც გალის რაიონის ძველ საზღვრებს მოიცავს, და პირველ ეტაპზე გარანტიების შექმნას გალის რაიონში ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის. პრეზიდენტმა დასძინა, რომ სამშვიდობო ძალების ახალ მანდატზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება და მის მომზადებას სავარაუდოდ თვენახევარი ან ორი თვე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG