Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო


ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ბრიუსელში.

ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ბრიუსელში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შედგება შეხვედრები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში. გარდა ამისა, დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის სამუშაო შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ჯორჯ რობერტსონთან, საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარესთან ურსულა შლაიხერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
XS
SM
MD
LG