Accessibility links

logo-print

სულ უფრო იძაბება მდგომარეობა ახლო


სულ უფრო იძაბება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.

სულ უფრო იძაბება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.
დღეს, ისრაელის არმიის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაციების შედეგად, სულ ცოტა, 16 პალესტინელი დაიღუპა. მოკლულთა შორის არის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების – “ალ აქსას წამებულთა ბრიგადების” – ერთ-ერთი ლიდერი. ამ ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა იკისრა ბოლო ორი დღის მანძილზე მოწყობილი ტერაქტებისთვის, რომლებსაც 22 ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქ რამალას მახლობლად, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, 6 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა წუხილი გამოთქვა პალესტინელი სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო. პალესტინის თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა, იასერ აბედ რაბომ, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საქმეში ჩაერიოს და ყოველი ღონე იხმაროს ძალადობის აღსაკვეთად. [იასერ აბედ რაბოს ხმა] “ეს სისხლისღვრის პოლიტიკის ესკალაციაა. ამას ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვება და, ჩვენი ღრმა რწმენით, ამაში დამნაშავე იქნება შარონის მთავრობა. ძალადობის ეს ტალღა უნდა შევაჩეროთ, და ამის გაკეთება შესაძლებელი გახდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი ამერიკის ადმინისტრაცია, დაუყოვნებლივ ჩაერევა.”
XS
SM
MD
LG