Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობა გაუარესდა. 2001 წელს საქართველოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად სამართალდამცავ ორგანოებსა და სამთავრობო სტრუქტურებში ფეხმოკიდებული კორუფცია რჩებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აღინიშნა პატიმართა და დაკავებულთა წამებისა თუ ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა, რომელთაგან რამდენიმე სასიკვდილო შედეგით დამთავრდა. საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დოკუმენტში შეფასებულია, როგორც “თავისუფალი”, თუმცა აღნიშნულია, რომ ესა თუ ის გამოცემა, ხელისუფლების მხრიდან შევიწროების შიშით, თვითცენზურას მიმართავდა.
XS
SM
MD
LG