Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე


შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ალან გრინსპენი დადებითად აფასებს ქვეყანაში ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის პროცესს.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ალან გრინსპენი დადებითად აფასებს ქვეყანაში ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის პროცესს.
როგორც გრინსპენმა დღეს შეერთებული შტატების სენატის საბანკო საკითხების კომიტეტს უთხრა, ბოლო დღეებში მოპოვებული ეკონომიკური მაჩვენებლები ამერიკული ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს. მაგრამ გრინსპენმა აღნიშნა ისიც, რომ ზრდის პროცესი, შესაძლოა, სულ მალე შეჩერდეს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების გამო. მას ეს ფაქტორები არ დაუზუსტებია. სულ ერთი კვირის წინ გრინსპენმა წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში გამოსვლისას გაცილებით ნაკლები ოპტიმიზმით ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე.
XS
SM
MD
LG