Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ შესუსტდა


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ შესუსტდა ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების მიერ ავღანეთის აღმოსავლეთში ალყაშემორტყმული ”ალ ყაიდისა” და თალიბანის მეომართა წინააღმდეგობა.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ შესუსტდა ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების მიერ ავღანეთის აღმოსავლეთში ალყაშემორტყმული ”ალ ყაიდისა” და თალიბანის მეომართა წინააღმდეგობა.
ამის შესახებ იტყობინება კოალიციის წარმომადგენელი ჯო სმიტი. ამერიკის სამხედროთა ცნობით, მოწინააღმდეგემ სულ ცოტა 500 კაცი დაკარგა. ოპერაცია ”ანაკონდა”, რომლის მიზანია თალიბებისა და ტერორისტების წინააღმდეგობის კერების ლიკვიდაცია, ერთი კვირის წინ დაიწყო. ამჟამად მის მიმდინარეობას ართულებს ნისლი და ქარბუქი.როგორც ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი იტყობინება, ბრძოლების რაიონში გაიგზავნა ავღანეთის ათასამდე ჯარისკაცი. შეერთებული შტატებისა და მისი ავღანელი მოკავშირეების დანაკარგმა შეადგინა 15 მოკლული და 100-მდე დაჭრილი.
XS
SM
MD
LG