Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა


მიუხედავად ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა,

მიუხედავად ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა,
მთელს ქვეყანაში ერთი დღით გაეგრძელებინა საპრეზიდენტო არჩევნების ვადა, პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს განკარგულებით, დღეს, კენჭისყრის მესამე დღეს, საარჩევნო უბნები არ გაუხსნიათ. რობერტ მუგაბეს, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 22 წელია, უკავია, ამ თანამდებობას ეცილება დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი მორგან ტსვანგირაი. ტსვანგირაიმ ქვეყნის ხელისუფლება კენჭისყრის გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მომხრეებს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევათ. [მორგან ტსვანგირაის ხმა] “კენჭისყრა უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს და არც მიმდინარეობს. ჰარარესა და ჩიტუნგვიზაში უამრავ პოტენციურ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუაოება არ მიეცა.”
XS
SM
MD
LG