Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედროთა თანახმად, აღმოსავლეთი


შეერთებული შტატების სამხედროთა თანახმად, აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინციაში სამხედრო ოპერაციები ჯერ არ დასრულებულა.

შეერთებული შტატების სამხედროთა თანახმად, აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინციაში სამხედრო ოპერაციები ჯერ არ დასრულებულა.
ავღანეთის ჯარები ამერიკელებს ენაცვლებიან ფრონტის ხაზზე. შეერთებული შტატების სამხედო წარმომადგენელმა მაიორმა ბრაიან ჰილფერტიმ დღეს თქვა, რომ ავღანეთის ჯარებმა”ალ ყაიდასა” და თალიბანს საკვანძო მნიშვნელობის ტერიტორიები წაართვეს და ტყვეები ჩაიგდეს ხელთ. ჰილფერტიმ უარყო ცნობა იმის თაობაზე, თითქოს ოპერაცია სუსტდება. მისი თქმით, ხდება ძალების გადაჯგუფება. [ჰილფერტის ხმა] ”რეგიონში ჯერ კიდევ 2000 ჯარისკაცი იმყოფება და ისინი ენერგიულად ეძებენ ტერორისტებს. ჩვენ განვაგრძობთ ცეცხლის გამოყენებას – ძირითადად თვითმფრინავებიდან – ტერორისტთა პოზიციების გასანადგურებლად. ჩვენი ავღანელი მოკავშირეები კვლავაც აგრესიულად უტევენ ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან და გუშინ მათ რეგიონში საკვანძო მნიშვნელობის პოზიციები დაიკავეს.” ბრძოლის ველიდან დაახლოებით 600 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა გაყვანილი. მაგრამ ავღანელმა მეომრებმა, რომლებსაც თალიბანის მოწინააღმდეგე ჩრდილოეთის ალიანსს მიაკუთვნებენ, მთებში გადაინაცვლეს.
XS
SM
MD
LG