Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის ისრაელისაგან მოელის სამხედრო ძალების გაყვანას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის ისრაელისაგან მოელის სამხედრო ძალების გაყვანას
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა კუთნვილი ტერიტორიებიდან. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯარების გაყვანა ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების სამშვიდობო შუამავლის, ენტონი ზინის მისიას, რომელიც ისრაელისა და პალესტინელების დაზავებაზე დაყოლიებას ითვალისწინებს. ზინი ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს შეხვდა და პარასკევს პალესტინელთა ოფიციალურ წარმომადგენლებს მოელაპარაკება. მისი ვიზიტი ემთხვევა ისრაელის სამხედრო იერიშს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინელების ხელმძღვანელობამ უარი თქვა დაზავების შესახებ მოლაპარაკებაზე, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს. ხოლო გასამხედროებული დაჯგუფება ჰამასი დაიმუქრა, რომ არც ზინის ვიზიტის დროს შეწყვეტს ისრაელის წინააღმდეგ იერიშებს. დღესვე მოსული ცნობით, პალესტინელთა გასამხედროებული დაჯგუფებების კოალიციამ იკისრა ისრაელის ტანკზე თავდასხმის პასუხისმგებლობა. იერიშის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა. ხოლო ისრაელის სამხედრო შვეულმფრენმა ჭურვებით იერიში მიიტანა იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ თულქარემის მახლობლად, და მოკლა ”ალ-აქსას წამებულთა” ბრიგადის წევრობაში ეჭვმიტანილი სულ ცოტა 2 ადამიანი.
XS
SM
MD
LG