Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შეიარაღებულმა პალესტინელმა ჩრდილო ისრაელში


დღეს შეიარაღებულმა პალესტინელმა ჩრდილო ისრაელში მდებარე ქალაქ კფარ-საბაში ქუჩაში გამვლელებს დაუშინა ცეცხლი.

დღეს შეიარაღებულმა პალესტინელმა ჩრდილო ისრაელში მდებარე ქალაქ კფარ-საბაში ქუჩაში გამვლელებს დაუშინა ცეცხლი.
მოკლულია ქალი, 15 ადამიანი დაიჭრა. ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს. ებრაული დასახლება ნეცარიმის რაიონში, ღაზის სექტორში, წუხელ ისრაელის სამხედროებმა ექსტრემისტული დაჯგუფება ”ჰამასის” სამი მებრძოლი მოკლეს. დღესვე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა აღმოსავლეთ იერუსალიმში. ამასობაში რეგიონში შეერთებული შტატების წარგზავნილი ენტონი ზინი ცდილობდა განეახლებინა სამშვიდობო პროცესი ისრაელსა და პალესტინელებს შორის. დღეს მან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა პალესტინელთა ლიდერთან, იასირ არაფატთან. ეს ზინის მესამე ვიზიტი იყო არაფატთან მას მერე, რაც იგი ხუთშაბათს დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში.ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი უკვე ორჯერ შეხვდა ზინის.
XS
SM
MD
LG