Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული კონფლიქტის


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში სოხუმის ხელისუფლების პრემიერი ანრი ჯერგენია

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში სოხუმის ხელისუფლების პრემიერი ანრი ჯერგენია
იმაზე ფართომასშტაბიან დაპირისპირებას წინასწარმეტყველებს, ვიდრე ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო. ამის შესახებ განცხადება ჯერგენიამ დღეს მოსკოვში ინტერფაქსის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ახალ კონფლიქტში შეიძლება იყვნენ ჩართული რუსეთი, რომელსაც რეგიონში გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს, და აშშ, რომლის სამხედრო ფორმირებები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჯერგენიამ ერთმნიშვნელოვნად მიანიშნა ჩრდილოკავკასიელი ხალხების მზადყოფნაზე, დახმარება გაუწიონ აფხაზებს. ისინი აფხაზ ხალხს გასაჭირში მარტო არ დატოვებენო, თქვა ჯერგენიამ. ჯერგენიას განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში მხარე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პარალელურად, მისი სამხედრო ძალით მოგვარების თაობაზე სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს. მისი თქმით, საქართველოში ამერიკელი სამხედროების გამოჩენის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები სულ უფრო კატეგორიული ხდება. ჯერგენიამ მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რომ თბილისის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ისთვის მიმართვა დახმარებისათვის მხოლოდ საბაბია იმისათვის, რომ საქართველომ და ამერიკამ მომავალში სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობა გააღრმავონ. მოსკოვში ვიზიტის მთავარ მიზნად არძინბას მთავრობის პრემიერ-მინისტრი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტროში კონსულტაციებსა და რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მოსკოვსა და სოხუმს შორის უშუალო თანამშრომლობის პერსპექტივების შესაძლებლობის გარკვევას ასახელებს.
XS
SM
MD
LG