Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე “არანორმალური რეაქცია” უწოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე “არანორმალური რეაქცია” უწოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს
და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ოთხ კომიტეტში საქართველოში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. “რუსეთის საპარლამენტო კომიტეტებს საქართველოს საკითხზე არ უმსჯელიათ 1998 წლის მაისში, როცა გალის რაიონიდან 50 ათასი ქართველი გააძევეს, ახლა კი სხდომას მართავენ იმ 4 რუსი მშვიდობისდამცველის მძევლად აყვანის გამო, რომელთა გათავისუფლების საკითხი, საბედნიეროდ, მშვიდობიანად გადაწყდაო” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი აზრით, სათათბიროს დეპუტატთა უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ ორი დღის წინათ მიღებულმა დადგენილებებმა, რომლებშიც პარლამენტარებმა კვლავ მოითხოვეს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა და საერთაშორისო ექსპერტთა მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ინსპექციის ჩატარება. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს, თავისი ქვეყნის მთავრობას საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების გატარება შესთავაზოს.
XS
SM
MD
LG