Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს


შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მნიშვნელოვან გაფართოებას და აპირებს, შესაბამისი ზომები მიიღოს

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მნიშვნელოვან გაფართოებას და აპირებს, შესაბამისი ზომები მიიღოს
ჩრდილოატლანტიკური კავშირის მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბუქარესტში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა. მანამდე არმიტაჯი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ადრიან ნასტასეს შეხვდა. ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის იმ 10 ქვეყნის მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრა, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფიან. ამ ქვეყნებს შორის არიან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მაკედონია, ალბანეთი და სხვები.
XS
SM
MD
LG