Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში მიმდინარეობს მობილიზაცია და გამოცხადებულია


აფხაზეთში მიმდინარეობს მობილიზაცია და გამოცხადებულია გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა,

აფხაზეთში მიმდინარეობს მობილიზაცია და გამოცხადებულია გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა,
რაც უკავშირდება გავრცელებულ ხმებს, თითქოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში თავისი იურისდიქციის აღდგენას თბილისი ძალისმიერი მეთოდებით აპირებდეს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის გივი აგრბას სიტყვები იმის თაობაზე, რომ აფხაზთა მხარის მონაცემებით, “თავდასხმა აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში უნდა განხორციელდეს”. აგრბას თქმით, სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ არის. იგი ვარაუდობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აფხაზებს ჩრდილოეთკავკასიელი ხალხები დაეხმარებიან, როგორც ეს 1992-93 წლების დაპირისპირების დროს იყო.
XS
SM
MD
LG