Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ტელევიზიის ცნობით, დღეს საღამოს


ისრაელის ტელევიზიის ცნობით, დღეს საღამოს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ებრაელთა დასახლება ელონ მორეჰში

ისრაელის ტელევიზიის ცნობით, დღეს საღამოს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ებრაელთა დასახლება ელონ მორეჰში
პალესტინელმა ექსტრემისტმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი, ხოლო დაჭრა რამდენიმე ებრაელი მოსახლე. ამ ცნობის თანახმად, თავდამსხმელი შეიჭრა სახლში, სადაც ებრაელთა ჯგუფი პასექის დღესასწაულს აღნიშნავდა, და ცეცხლი გაუხსნა შეკრებილთ. ჯერჯერობით ნათელი არ არის, აიყვანა თუ არა თავდამსხმელმა მძევლები. დღესვე, დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში მიმდინარეობდა პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერის შტაბ-ბინის ევაკუაცია. პალესტინელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ გუშინდელი ტერაქტის შემდეგ ისრაელი აუცილებლად მიიტანს იერიშს შტაბ-ბინაზე. გუშინ ისრაელის ქალაქ ნეტანიას ერთ-ერთ სასტუმროში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა. დაიღუპა 21, ხოლო დაიჭრა 170-ზე მეტი ადამიანი; მათგან 30 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, ისრაელის მოქალაქეები და უცხოელები. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა”, რომლის განცხადებით, იგი კვლავაც განაგრძობს თავდასხმების მოწყობას. ისრაელმა მომხდარისთვის მთელი პასუხისმგებლობა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს, იასირ არაფატს დააკისრა.
XS
SM
MD
LG