Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოითხოვს ისრაელისაგან


მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოითხოვს ისრაელისაგან რამალაში იასირ არაფატის შტაბბინისთვის ალყის მოხსნას.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოითხოვს ისრაელისაგან რამალაში იასირ არაფატის შტაბბინისთვის ალყის მოხსნას.
ამ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, შვეცია, იტალია და ესპანეთი. საბერძნეთის პარლამენტმა ისრაელის მოქმედება ”გენოციდსაც” კი შეადარა. ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყანაში ისრაელის ელჩი სასწრაფო შეხვედრაზე მიიწვია. თურქეთმა, რომელიც რეგიონში ისრაელის ერთ-ერთ უძლიერეს მოკავშირედ ითვლება, ეს ქვეყანა გააფრთხილა, რომ ებარელთა სახელმწიფოსთან ანკარის ურთიერთობა გაუარესდება, თუ პალესტინელთა ლიდერს რამეს დაუშავებენ. იორდანია ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ”დაუყოვნებლივ არ შეწყდება ისრაელის მოქმედება პალესტინელი ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ”. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი აბდულა კი მოულოდნელად ეწვია სირიას, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განსახილველად. ამასთან, მრავალმა ქვეყანამ შეერთებულ შტატებს მოუწოდა ისრაელზე ზეწოლისაკენ, მისი ჯარების პალესტინელთა ტერიტორიებიდან გაყვანის მისაღწევად. დღესვე შეერთებული შტატების მთავრობამ ისრაელის ორ ქალაქში თვითმკვლელ მოიერიშეთა თავდასხმები დაგმო.
XS
SM
MD
LG