Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-ს


ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-ს შუამავლობის განახლებას მიესალმება. ესპანეთი, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა,

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-ს შუამავლობის განახლებას მიესალმება. ესპანეთი, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა,
საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ გუშინ გამოცხადებულ ინიციატივას. ბუშის გამოსვლა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კიდევ რამდენიმე ლიდერმა: მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟაკ შირაქმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშკა ფიშერმა. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ორივე დაპირისპირებულ მხარეს - როგორც ისრაელს ისე პალესტინელებს- მოუწოდა გაეროს ბოლო რეზოლუციების შესრულებისაკენ. იუწყებიან აგრეთვე რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრ, ბულენტ ეჯევითის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ საქმეში ვაშინგტონის ჩარევით არის შესაძლებელი. [ეჯევითის ხმა]
პრეზიდენტ ბუშის ბოლო განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს გამწვავებული კონფლიქტისათვის ბოლოს მოღება შესაძლებელია მხოლოდ შეერთებული შტატების შუამავლობით.
XS
SM
MD
LG