Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მრავალეროვანი უშიშროების ძალები დღეს


ავღანეთში მრავალეროვანი უშიშროების ძალები დღეს მოითხოვდნენ ახსნა-განმარტებას ავღანეთის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით ქაბულში ასობით ადამიანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ავღანეთში მრავალეროვანი უშიშროების ძალები დღეს მოითხოვდნენ ახსნა-განმარტებას ავღანეთის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით ქაბულში ასობით ადამიანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ეჭვმიტანილთა დაპატიმრების გეგმის შესახებ. ლონდონში ავღანეთის ელჩის, ვალი მასუდის განმარტებით, დაპატიმრებული მამაკაცები დაკავშირებული არიან მკაცრი კურსის მომხრე პარტია ”ჰეზბ-ი-ისლამთან” და ქაბულში აფეთქებების მოწყობის გეგმასთან. ამავე წყაროს ცნობით, დაპატიმრებულთა შორის არის პარტიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ვაჰიდულა საბაონი. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, 160 ადამიანი ჯერ კიდევ დაკავებულია, მიმდინარეობს მათი დაკითხვა ”ჰეზბ-ი-ისლამის” ხელმძღვანელ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გულბუდინ ჰეკმატიართან კავშირების შესახებ. ამასობაში ”ჰეზბ-ი-ისლამის” პრესმდივანმა უარყო მთავრობის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული შეთქმულების მზადება.
XS
SM
MD
LG