Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს ფართო მხარდაჭერა აღუთქვეს მისი მცდელობისას, ბოლო მოეღოს ძალადობას ახლო აღმოსავლეთში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს ფართო მხარდაჭერა აღუთქვეს მისი მცდელობისას, ბოლო მოეღოს ძალადობას ახლო აღმოსავლეთში.
პაუელი ხვალ აპირებს რეგიონში ჩასვლას. ის გზად მადრიდს ეწვია და გაეროს, ევროპის კავშირის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის წამყვანი პირი ფიქრობს, რომ ახლა მთავარია ბოლო მოეღოს ძალადობას, რაც არ უნდა ერქვას მას:[პაუელის ხმა] “ძალადობა, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს ის - ერთნი მას ტერორიზმს უწოდებენ, მეორენი კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას - უაზრობას წარმოადგენს. ის არ მიიყვანს პალესტინელებს თავიანთ მიზანთან შექმნან სახელმწიფო, რომელმაც ისრაელის გვერდზე მშვიდობინად უნდა იარსებოს. ახლა ძალადობა უნდა დასრულდეს. რაც არ უნდა უწოდოთ ძალადობას, ის ძალადობაა, სხვა არაფერი.”
ძალადობა ამ დროს გრძელდება. ისრაელის არმიამ განაგრძო თავის ქმედება პალესტნელთა ტეროიტორიებზე. მოკლული იქნა 100-მდე პალესტნელი და 30 ისრაელი ჯარისკაცი.
დღეს ქალაქ ჰაიფაში პალესტინელმა თვითმკვლელმა, რომელიც “ჰამაისის” მოძრაობის მიერ იქნა გაგზავნილი, ბომბი ააფეთქა, დაიღუპა 8 ადამიანი, ბევრი დაიჭრა.

ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ რომის პაპს იოანე პავლე მეორეს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ისრაელის არმია განაგრობს ბეთლემში იესოს შობის ეკლესიის ბლოკადას, ვიდრე იქ იმყოფებიან შეირაღებული პალესტინელები. ბლოკადა მეორე კვირაა რაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG