Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ხვალ რამალაში შეხვდება პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ხვალ რამალაში შეხვდება პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს.
ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა. თავდაპირველი გეგმის თანახმად, შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ, იერუსალიმში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ გადაიდო (იმ აფეთქებას 6 ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა). პაუელმა არაფატს ტერორიზმის დაგმობისკენ მოუწოდა. დღეს პალესტინელთა ლიდერმა გამოაქვეყნა შესაბამისი განცხადება, რომელშიც დაგმობილია ტერორისტული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, როგორც პალესტინელებზე, ასევე ისრაელის მოქალაქეებზე. ამასობაში, ქრისტიანული ეკლესიის ლიდერებმა იერუსალიმში პაუელს მოუწოდეს, ჩაერიოს ქალაქ ბეთლემში შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქებმა წამოაყენეს წინადადება, გამოცხადდეს სამდღიანი ზავი, რათა ბეთლემის ქრისტეშობის ეკლესიაში შეხიზნულმა 200-მა შეიარაღებულმა პალესტინელმა უვნებლად დატოვოს ეკლესია.
XS
SM
MD
LG