Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში გასულ კვირაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა შესაძლებელი გახდა რუსეთის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბრის შედეგად.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში გასულ კვირაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა შესაძლებელი გახდა რუსეთის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბრის შედეგად.
ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა, მხარი დაუჭირა რა კოდორის ხეობიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლას, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გასულ პარასკევს რუსეთის სამშვიდობო ძალებმა კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში, საქართველოს მხარესთან და გაეროს მისიასთან შეუთანხმებლად, 80-კაციანი დესანტი გადასხა. თბილისის კატეგორიული მოთხოვნისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რუსეთი იძულებული გახდა, მშვიდობისდამცველები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაებრუნებინა.
XS
SM
MD
LG