Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააპატიმრეს ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია


გერმანიაში დააპატიმრეს ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ახლახან ტუნისში სინაგოგის აფეთქებასთან კავშირში. აფეთქებამ 16 ადამიანის, ძირითადად გერმანელი ტურისტების, სიცოცხლე იმსხვერპლა.

გერმანიაში დააპატიმრეს ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ახლახან ტუნისში სინაგოგის აფეთქებასთან კავშირში. აფეთქებამ 16 ადამიანის, ძირითადად გერმანელი ტურისტების, სიცოცხლე იმსხვერპლა.
გერმანიის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კუნძულ ჯერბაზე სინაგოგის აფეთქება არის ტერაქტი და არა ტრაგიკული შემთხვევა, რასაც ტუნისის ხელისუფალნი ამტკიცებენ. როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, სპეცსამსახურებმა უშუალოდ აფეთქების წინ მოისმინეს სატელეფონო საუბარი კუნძულ ჯერბადან გერმანიაში. ჟურნალ ”შტერნის” მონაცემებით, ქალაქ დუისბურგში დაპატიმრებულ პირს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან”. მის ვინაობას არ აცხადებენ. დღეს ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ”ალ-ჰაიათი” იტყობინებოდა, რომ ჯერბაში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ ”წმინდა ადგილების განთავისუფლების ისლამური არმია”.
XS
SM
MD
LG