Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის მთავრობამ ორშაბათამდე გაუგრძელა ნებაყოფლობითი


იუგოსლავიის მთავრობამ ორშაბათამდე გაუგრძელა ნებაყოფლობითი გამოცხადების ვადა იმ პირებს, ვისაც სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა.

იუგოსლავიის მთავრობამ ორშაბათამდე გაუგრძელა ნებაყოფლობითი გამოცხადების ვადა იმ პირებს, ვისაც სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა.
ამის შესახებ დღეს განაცხადა ბელგრადში იუგოსლავიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დუშან მიხაილოვიჩმა. თავდაპირველი ვადა დღეს ამოიწურა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნებოიშა შარკიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე ბრალდებულმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა – საკუთარის ნებით ჩაბარდეს საერთაშორისო ტრიბუნალს. შეერთებული შტატები მიესალმა იუგოსლავიაში ერთი კვირის წინ მიღებულ ახალ კანონს სამხედრო დამნაშავეთა გაცემის შესახებ. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა სამხედრო დამნაშავენი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, ვაშინგტონი განაახლებს ბელგრადისათვის ფინანსური დახმარების მიწოდებას.
XS
SM
MD
LG