Accessibility links

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა ჰამიდ კარზაიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა მთელ ქვეყანაში საერთაშორისო ჯარის განთავსება,

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა ჰამიდ კარზაიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა მთელ ქვეყანაში საერთაშორისო ჯარის განთავსება,
შესაბამისად ამ ჯარის რაოდენობის გაზრდა. მისივე თქმით, რეგიონებში, ხალხს საფრთხე ემუქრება მათივე თანამემამულე საველე მეთაურების მხრივ.
როგორც ცნობილია საერთაშორისო ჯარი მხოლოდ ქაბულშია განთავსებული. კარზაიმ ამის შესახებ მოლებთან და სასულიერო ლიდერებთან შეხვედრაზე ილაპარაკა, მან მოლებს უთხრა, რომ ისინი აღარ დაისჯებიან იმის გამო, რომ თალიბებს ემხრობოდნენ.
დღეს ქაბულში ყოფილი საბჭოთა საელჩოს შენობაში მცხოვრები ათასობით ავღანელი თავის ძველ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნეს.
XS
SM
MD
LG