Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი დღეს ვაშინგტონის


რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი დღეს ვაშინგტონის ცენტრში,

რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი დღეს ვაშინგტონის ცენტრში,
სადაც გუშინ გლობალიზაციის და პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო ქმედების მოწინააღმდეგეებმა მრავალათასიანი მსვლელობები მოაწყვეს.
ეს გამოსვლები ეწყობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ იქ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი თავის წლიურ - საგაზაფხულო - შეხვედრებს მართავენ.
დღევანდელ დემონსტრაციებს აწყობენ როგორც გლობალიზაციის მომხრეები, ასევე შეერთებული შტატების ახლოაღმოსავლური პოლიტიკის მოწინააღმდგეები, რომლებიც თვლიან რომ ვაშინგტონი ისრაელს უჭერს მხარს.
პოლიციის თანახმად, გუშინდელმა აქციებმა ძალადობის გარეშე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG