Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე


ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე პენი და საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ერთმანეთის პირისპირ დარდგებიან 5 მაისის მეორე ტურში.

ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე პენი და საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ერთმანეთის პირისპირ დარდგებიან 5 მაისის მეორე ტურში.
გუშინ გამართულ არჩევნებში ამ ორმა პოლიტიკოსმა მიიღო ხმების ყველაზე მეტი, მაგრამ თავისთავად მცირე და გამარჯვებისთვის არასაკმარისი რაოდენობა, შირაკმა 19,9 პროცენტი, ხოლო ლე პენმა 16,86 პროცენტი. მესამე ადგილზე გასულმა ლიონელ ჟოსპინმა - მას ჯერ კიდევ უჭირავს საფრანგეთის პრემიერის პოსტი - ამომრჩეველთა 16,18 პროცენტი მიიმხრო. ჟოსპინმა გამოაცხადა, რომ ის პოლიტიკას ამ მეორე ტურის შემდეგ თავს ანებებს.
ლე პენის გამრჯვებამ შეშფოთება გამოიწვია ევროპელ პოლიტიკოსთა შორის. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა თავისი სინაული გამოხატა: [შრიოდერის ხმა] “დასანანია, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენეები ასე გაძლიერდნენ, ვფიქრობ დემოკრატები საფრანგეთსა და ევროპაში ერთი ინტერესით უნდა გაერთიანდნენ - არ მისცენ ლე პენს საშუალება გახდეს საფრანგეთში მნივშნელოვანი ფაქტორი. და ეს ასეც მოხდება, რადგან ვინც საჭიროა პრეზიდენტს შირაკს ამოუდგება მხარში”,
საფრნგეთში დღეს გრძელდებოდა მასობრივი დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები თავიანთ შოკს და აღშფოთებას გამოხატავდნენ ლე პენის წარმატების გამო.
მემარცხენე პარტიები, მათ შორის კომუნისტები შირაკს მიემხრობიან, რათა არ დაუშვან ლე პენის გამარჯვება. მაჰმადიანთა და ებრაელთა ძალებიც გაერთიანდნენ ლე პენის წინაღმდეგ.


XS
SM
MD
LG