Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობას მიიღებენ


სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობას მიიღებენ ნატოს პროგრამით - “პარტნიორობა მშვიდობისათვის” – ვაზიანში დაგეგმილ მრავალეროვან სამხედრო სწავლებაში

სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობას მიიღებენ ნატოს პროგრამით - “პარტნიორობა მშვიდობისათვის” – ვაზიანში დაგეგმილ მრავალეროვან სამხედრო სწავლებაში
“Cooperative Best Effort – 2002”, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” საკოორდინაციო შტაბის უფროსის ირაკლი ბატკუაშვილის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობა ნატოს სწავლებებში განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის მიერ ამ რამდენიმე ხნის წინათ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარებაზე შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნატოს სპეციალური ფონდი გამოყენებულ იქნეს მათ დასახმარებლად ასეთი სწავლებებისთვის მზადების პროცესში. ბატკუაშვილმა აღნიშნა, რომ გაისად სომხეთი პირველად უმასპინძლებს ნატოს სწავლებებს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამით. სულ ვაზიანში დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის 450 სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG