Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პარლამენტმა 118 ხმით


დღეს საქართველოს პარლამენტმა 118 ხმით 27-ის წინააღმდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა გიორგი ბარამიძე.

დღეს საქართველოს პარლამენტმა 118 ხმით 27-ის წინააღმდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა გიორგი ბარამიძე.
მანამდე, საკუთარი განცხადებების საფუძველზე პოსტები დატოვეს 15 კომიტეტის თავმჯდომარეებმა. ამის საფუძველი გახდა გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა. გიორგი ბარამიძემ თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განაცხადა და პოსტიდან მისი გადაყენების საკითხზე კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა. მან “ბინძური საქმე” უწოდა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თაოსნობას კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენების თაობაზე.
XS
SM
MD
LG