Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ადმინისტრაცია წარმატებულად მიიჩნევს საქართველოს


აშშ-ს ადმინისტრაცია წარმატებულად მიიჩნევს საქართველოს სასაზღვრო სამსახურის განვითარების პროგრამებს და ამ მიმართულებით დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება.

აშშ-ს ადმინისტრაცია წარმატებულად მიიჩნევს საქართველოს სასაზღვრო სამსახურის განვითარების პროგრამებს და ამ მიმართულებით დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება.

ამის შესახებ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ჩხეიძესთან გამართულ პირველ შეხვედრისას განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა, რომელიც ოთხშაბათს თავის მოადგილესთან ფილიპ რემლერთან ერთად აღნიშნულ უწყებას ეწვია.
როგორც პრაიმ-ნიუსს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს სასაზღვრო სამსახურის რეალურ მდგომარეობასა და სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ს დახმარებით მიმდინარე - სასაზღვრო ავიაციის განვითარების, სასაზღვრო სამსახურის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემა ,,იორის” ჩამოყალიბების, სანაპირო დაცვის განვითარების, სამშენებლო და პერსონალის მომზადების პროგრამებს.
XS
SM
MD
LG