Accessibility links

logo-print

”ავღანეთში ოპერაციის დასასრული შორსაა”, განაცხადა


”ავღანეთში ოპერაციის დასასრული შორსაა”, განაცხადა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მეთაურმა ტომი ფრენკსმა ყანდაარის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას.

”ავღანეთში ოპერაციის დასასრული შორსაა”, განაცხადა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მეთაურმა ტომი ფრენკსმა ყანდაარის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას.
ამერიკელი გენერლის სიტყვებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ სრულად არ არის განადგურებული ტერორისტული ქსელი. ფრენკსი მოინახულებს ახლახან შექმნილ სამხედრო აკადემიას, რომელიც ამერიკელ სამხედროთა მონაწილეობით ამზადებს ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო კადრებს. დღესვე ქაბულში ერთდღიან ვიზიტად ჩავიდა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ჯეიმს ვულფენსონი, რათა ავღანეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მოილაპარაკოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელი სასწრაფო ზომების შესახებ. ივნისის ბოლომდე ბანკი ქაბულს 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
XS
SM
MD
LG