Accessibility links

logo-print

ამერიკელი ექსპერტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის მოსკოვის სამიტს მომავალ კვირაში, შეიძლება ჩრდილი მიაყენოს საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო დახმარების საკითხმა.

ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი, თავის მხრივ, შიშობს, რომ, 65 მილიონი დოლარის ღირებულების შეერთებული შტატების ახალ სამხედრო პროგრამას, სახელწოდებით "წვრთნა და აღჭურვა", შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს. სახელდობრ, საქართველოს გაძლიერებული არმია შეიძლება სეპარტისტული აფხაზეთის ძალით დაბრუნებას შეეცადოს.

შეერთებული შტატები ხშირად აღნიშნავს, რომ მის 150-200 ჯარისკაცს, რომლებიც გაიგზავნა საქართველოში 21 თვით ქართული ბატალიონების გასაწვრთნელად, არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის კონფლიქტთან. გასულ თვეში სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს კონგრესში.

მაგრამ ვაშინგტონელი ექსპერტი ზეინო ბარანი ამბობს, რომ მიმომხილველები შეაშფოთა ედუარდ შევარდნაძის გამონათქვამმა. 6 მაისს კავკას-პრესმა მოიყვანა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომ ის "ძლიერ და გაერთიანებულ" პარტიზანულ მოძრაობას უჭერს მხარს.

თუმცა ეს სიტყვები ოფიციალურად უარყოფილ არ იქნა, შევარდნაძემ ამ კვირაში განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.

მაგრამ როგორც ბარანი აღნიშნავს, აფხაზეთის მხხარე შეერთებული შტატების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის პოტენციურ შედეგს მუქარად მიიჩნევს. ამას წინათ ბარანი თურქეთში 800 ათასიანი აფხაზური დისაპორის წარმომადგენლებს შეხვდა:

[ბარანის ხმა] "მათ ძალიან აშფოთებთ, რომ ეს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა შეიძლება ცუდ ხელში ჩავარდეს ან დაიკარგოს მასზე კონტროლი. ან ის იმდენად გაამხნევებს ქართველთაგან ზოგიერთს, რომ ისინი ამერიკელების სამხედრო და პოლიტიკური მხადაჭერით შეიძლება შეეცადონ აფხაზეთის სიტუაციის სამხედრო გზით მოგვარებას".

ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ ნებისმიერი დარეგულირება დამოკიდებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, რომლებიც გაუარესდა შარშანდელი წლის განმავლობაში. ანალიტიკოსების აზრით, რაც უფრო უარესი იქნება ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის, მით უფრო დაიძაბება ურთიერობები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
როგორც ბარანი აბობს: [ბარანის ხმა] "შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელი წლის და შეიძლება უფრო მეტი ხნის განმავლობაში, საქართველო ეკალივთ იყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. და თუ შეერთებული შტატები და რუსეთი ვერ გამობძებნიან საქართველოს საკითხში თანამშრომლობის გზას, თუ საქართველოში არ დამყარდება სტაბილურობა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც გადაეღობება შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაახლოების პროცესს."

რუსეთი დიდი ხანია გაიძახის, რომ ჩეჩენი სეპარატისტები, რომელთაც "ალ ყაიდიასთან" აქვთ კავშირები საქართველოში, პანკისის ხეობას აფარებენ თავს. ამ კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნაციონალისტმა დიმიტრი როგოზინმა ისიც კი თქვა 9 მაისს დაღესტანში ტერორისტული აქტის ავტორები, აქტისა, რომელმაც 42 ადამიანი იმსხვეპლა, პანკისის ხეობაში იმალებიანო.

აფხაზეთის საკითხში საქართველოს მხრიდან ახალ ინიციატივებს ჰქონდა ადგილი. იმერეთის გუბერნატორმა თეიმურაზ შაშიაშვილმა შევარდნაძეს ულტიმატუმი წარუდგინა, რომ თუ ის არ დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაითანმხოს აფხაზეთი, რომ ის საქართველოს დაუბრუნდეს, შაშიაშვილი პირადად გაუძღვება პარტიზანულ მოძრაობას ამ მიზნის მისაღწევად, და თუ რუსეთი არ აიძულებს აფხაზეთს მაწეროს ხელი შეთანხმებას, ის "მეორე ავღანეთად" გადაიქცევა. ულტიმატუმის ვადა 26 მაისია, მოსკოვის სამიტის ბოლო დღე.

ამასობაში, აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი ზეინო ბარანი, აფხაზეთი შიშობს, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაახლოება მათ ხარჯზე მოხდება. ამან კი შეიძლება ისეთი რამ მოამოქმედებინოს აფხაზებს, რაც აჩვენებს მოსკოვს, რომ აფხაზეთი სათვალავიდან ადვილი ამოსაგდები არ არის.

ამასთან, ბარანი თვლის, რომ არცერთ მხარეს არ უნდა იარაღის აღება ხელში. მისი თქმით, მომავალი კვირების განმავლობაში დაიწყება ურთიერთ დადანაშაულება, ულტიმატუმები და მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რაც ჩაწყნარდება სამიტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG