Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი დარწმუნებულია


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი დარწმუნებულია, რომ “ალ ყაიდა” შეერთებული შტატების ობიექტებზე ახალ იერიშებს მიიტანს.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი დარწმუნებულია, რომ “ალ ყაიდა” შეერთებული შტატების ობიექტებზე ახალ იერიშებს მიიტანს.
შეიძლება, ეს ხვალ მოხდეს, შეიძლება მომავალ კვირაში ან გაისადო, განაცხადა ჩეინიმ. ტელეკომპანია “ფოქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩეინიმ აღნიშნა: [დიკ ჩეინის ხმა] “შეერთებულ შტატებზე ახალი იერიშის პერსპექტივა ძალიან, ძალიან რეალურია. ის ახლა იმდენად რეალურია, რამდენადაც, ჩემი აზრით, რეალური იყო 12 სექტემბერს. საკითხავი ის კი არ არის, მოხდება თუ არა, არამედ როდის მოხდება ეს და, თუ საკითხს ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ თავის დასაცავად. ასეც ვიქცევით: ჩვენ ამ მხრივ გაცილებით უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ოდესმე გვიკეთებია. მაგრამ ასი პროცენტით სრულყოფილი დაცვის შექმნა თითქმის შეუძლებელია.” დღეს გაზეთმა “ნიუ იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა ცნობა, რომ აშშ-ის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ობიექტებზე ახალი იერიშები მზადდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, გამორიცხული არ არის, “ალ ყაიდა” აშშ-ში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას გეგმავდეს. ეს ინფორმაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ განყოფილებებს დაეგზავნა, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობას ჯერ არ გამოუთქვამს ოფიციალური გაფრთხილება საშიშროების არსებობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG