Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი იოანე პავლე მეორე


რომის პაპი იოანე პავლე მეორე აზერბაიჯანში ჩავიდა ორდღიან ვიზიტად.

რომის პაპი იოანე პავლე მეორე აზერბაიჯანში ჩავიდა ორდღიან ვიზიტად.
როგორც ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის დიალოგს. ძირითადად მუსულმანებით დასახლებულ აზერბაიჯანში კათოლიკური თემი ძალიან პატარაა, მხოლოდ ას ორმოცდაათი ადამიანისგან შედგება. დღეს იოანე პავლე მეორე ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს, მას შემდეგ, რაც მოინახულა ყარაბაღის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი. ხვალ პაპი წირვას გამართავს სპორტის სასახლეში და შეხვდება აზერბაიჯანის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG