Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები:


შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები: ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ დღეს.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები: ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ დღეს.
მიმართა რა სტუდენტებს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაამარცხონ ტერორიზმი. ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ ყველა ღონეს ხმარობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად. ადრე ბუშმა და პუტინმა ერმიტაჟი, აგრეთვე პისკარევის მემორიალური სასაფლაო მოინახულეს. მემარცხენე რადიკალურ მოძრაობათა ასამდე წევრმა, ქალაქის ცენტრში, საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით. პარასკევს, მოსკოვში, ბუშმა და პუტინმა სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესამცირებელ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
XS
SM
MD
LG