Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში სტუმრად მყოფმა რომის პაპმა


ბულგარეთში სტუმრად მყოფმა რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ

ბულგარეთში სტუმრად მყოფმა რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ
უძველესი მართლმადიდებლური ტაძარი მოინახულა დღეს ქალაქ რილაში. იქვე რომის პაპი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს სიმეონ საქს-კობურგს შეხვდა. გუშინ, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ მაქსიმთან შეხვედრისას იოანე პავლე მეორე გამოვიდა მოწოდებით, რომ გაფართოვდეს კავშირები რომის კათოლიკურსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. პატრიარქი მაქსიმი, ბოლო დრომდე, პაპთან შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. გუშინვე, ბულგარეთის პრეზიდენტ გეორგი პირვანოვთან შეხვედრისას იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ არასდროს არ სჯეროდა ვერსიისა, რომ მისი მოკვლის მცდელობაში 1981 წელს, ბულგარეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG