Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი


გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში

გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში
დიტერ ბოდენი შაბათს სოხუმში გაემგზავრა. როგორც ბოდენმა განუცხადა სააგენტო პრაიმ-ნიუსს, ამჟამინდელი ვიზიტი აფხაზეთში, ივნისის დასაწყისში საქართველოში მისი მისიის დასრულებას უკავშირდება. დიტერ ბოდენი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, გაეროს მისიის დამკვირვებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, პარასკევს, საქართველოში თავის საგანგებო წარმომადგენლად და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელად შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტელიავინი დანიშნა.
XS
SM
MD
LG