Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში, სავარაუდოდ, 3 ადამიანის სიცოცხლე


ირანში, სავარაუდოდ, 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰემოროგიულმა ცხელებამ,

ირანში, სავარაუდოდ, 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰემოროგიულმა ცხელებამ,
დაავადებამ, რომელიც სისხლჩაქცევებით აღინიშნება. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, ეს ადამიანები ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივანმა დღეს ქაბულში გამოაცხადა აგრეთვე, რომ მკურნალობენ კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე ჰემოროგიული ცხელებით არიან დაავადებული. ისინი კარანტინში მოათავსეს ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ამ გადამდები დაავადების ყველა მსხვერპლი ავღანელია - ნიმროზის პროვინციის სარანჯის რაიონის მკვიდრი, რომლებსაც საზღვრის გადაღმა, ირანში მკურნალობდნენ.
XS
SM
MD
LG