Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეიქმნა ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი


ავღანეთში შეიქმნა ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისია.

ავღანეთში შეიქმნა ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისია.
ამის შესახებ გუშინ მოაწერა ხელი ბრძანებულებას ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ. გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი მერი რობინსონი მიესალმა კარზაის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებების დამცველი კომისიის შექმნა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პირობაა შეთანხმებისა, რომელსაც ნახევარი წლის წინ მოეწერა ხელი ბონში. გაერომ ლოია ჯირგის არჩევნების შედეგები დაახასიათა როგორც შესამჩნევი წინსვლა ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებების დაცვის სფეროში. ლოია ჯირგამ - სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭომ - ქვეყნის გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს. საბჭოში, რომელიც ათას ხუთასი ადამიანისგან შედგება, 200 ქალი შედის.
XS
SM
MD
LG