Accessibility links

ლოია ჯირგას გახსნა ერთი დღით გადაიდო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთის დიდი საბჭოს - ლოია ჯირგას გახსნა, რომელიც 10 ივნისისთვის იყო დანიშნული გადაიდო. დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის ომარ სამადის სიტყვით,

ლოია ჯირგას კომისიის მეთაური ისმაილ ყასიმი გადადების მიზეზად ლოგისტიკას ასახებელებს. მაგრამ ანონიმური დიპლომატიური წყაროების თანახმად, ნამდვილი მიზეზი არის ავღანეთის ლიდერებს შორის უთანხმოება ყოფილი მეფის ზაჰირ შაჰის როლის გარშემო.

ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერები, რომლებიც დომინირებენ დროებით მთავრობაში, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გარდამავალ მთავრობაში, რომელიც უნდა აირჩიოს ლოია ჯირგამ, რაიმე როლის მიცემას მეფისთვის, იმ პირისთვის, რომელიც ოფიციალურად გახსნის თავშეყრას.

1550 დელეგატიდან მრავალს სურს, რომ მომავალ მთავრობაში ყოფილ მეფეს ოფიციალური როლი მიენიჭოს. განსაკუთრებით მას მხარს უჭერენ ქვეყნის მთავარი ეთნიკური ჯგუფის, პუშტუნების წარმომადგენლები.

ჩრდილოეთის ალიანსში ეთნიკური ტაჯიკები დომინირებენ. კვირას საღამოს ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის შეფმა და ჩრდილოეთის ალიანის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა მოჰამედ არიფმა იმ ადგილზე, სადაც ლოია ჯირგა უნდა შეიკრიბოს, შეიარაღებული ჯგუფი გაგზავნა, დიპლომატების თქმით, ალიანსის ძალის დემონსტრირების მიზნით.

დელეგატებმა, მათ შორის 200-მა ქალმა, უნდა აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური, დაადგინონ გარდამავალი მთავრობის ჩარჩოები და აირჩიონ მინისტრები მთავარ პოსტებზე. ახალმა მთავრობამ წლინახევრის განმავლობაში უნდა მიიყვანოს ქვეყანა საყოველთაო არჩევნებამდე.

ზაჰირ შაჰი, რომელიც სამშობლოში აპრილში დაბრუნდა 29 წლის ლტოვილობის შემდეგ, გამაერთიანებელ ფაქტორად მოიაზრება ავღანეთში, რომელიც დანაწევრებულია რამდენიმე ათეული წლის ომებით გამოწვეული ეთნიკური დაპირისპირებით.

ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა ხელისუფლების სათავეში მოექცნენ ტაჯიკები ჩრდილოეთის ალიანსიდან, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებით დამხობილ იქნა თალიბანი, რომელიც ძირითადად პუშტუნებისგან შედგებოდა. მას შემდეგ ბევრი პუშტუნი უჩივის დისკრიმინაციას და ტაჯიკების მხრიდან ძალადობრივ საქციელს. თალიბანის რეჟიმი ასევე ექცეოდა ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობებს.

მრავალი ავღანელი თვლის, რომ ყოფილი მეფე უნდა შევიდეს მთავრობაში, ვინაიდან მისი მეფობის 40 წლის განმავლობაში ავღანეთში მშვიდობა სუფევდა. 1973 წელს ზაჰირ შაჰი მისმა ბიძაშვილმა მოჰამედ დაუდმა ჩამოაგდო ტახტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ზაჰირ შაჰი თავად პუშტუნია, ის ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფში სარგებლობს პოპულარობით. და თუმცა ის ამბობს, რომ არ სურს არავითარი ოფიციალური პოსტის დაკავება, სავსებით მაინც არ გამორიცხვას ამას. ჯერ კიდევ აპრილში, რომში, ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, შეკითხაზე როგორ უყურებს მონარქიის აღდგენას, მან თქვა: "არ შემიძლია "არა" ვთქვაო".
მაგრამ ორშბათს BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: "აქ მონარქიის აღსადენად არა ვარო."

ლოია ჯირგას პროცედურები და წესები მყარი არ არის. მაგალითად, არ არის ნათელი, როგორი იქნება კენჭისყრა - ფარული თუ ღია. ისიც კი არ არის ნათელი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური იქნება ერთი პირი, თუ ეს პოზიცია ორ პოსტად გაიყოფა.

ავღანეთს სჭირდება ძლიერი მთავრობა, რომელიც შეძლებს ყველა უთანხმოების მოგვარებას. როგორც აღნიშნა ევროპის საბჭოს სანგებო წარგზავნილმა ავღანეთში კლაუს-პეტერ კლაიბერმა, ლოია ჯირგას მუშაობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული აგრეთვე ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარება.

"თუ მთავრობა ვერ დაამყარებს კონტროლს მთელს ქვეყანაზე, გაჭირდება დახმარების შეგროვებაო," თქვა მან.
XS
SM
MD
LG