Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა “წარმატებული” უწოდა ოპერაციას,

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა “წარმატებული” უწოდა ოპერაციას,
რომელიც მიზნად ისახავდა “ჰამასის” ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, მუჰანად ალ-თაჰერის ლიკვიდაციას. თაჰერი კვირას, ნაბლუსში მოკლეს ისრაელის უშიშროების ძალების მოსამსახურეებმა. 1999 წლიდან მოყოლებული იგი შეყვანილი იყო იმ ყველაზე სახიფათო ბოროტმოქმედთა სიაში, რომლებსაც ისრაელის სპეცსამსახურები ეძებდნენ. ისრაელის ხელმძღვანელობის მტკიცებით, თაჰერი პასუხისმგებელია არაერთი ტერაქტის მოწყობისთვის, რომელთა შედეგად ისრაელის ასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. “ჰამასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თაჰერის მკვლელობას ახალი ტერაქტები მოჰყვება.
XS
SM
MD
LG