Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ საქართველოს სერიოზული ზარალი მიაყენა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასწარი ინფორმაციით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი თბილისის მიწისძვრით მიყენებულ ზარალს აღემატება. ბოლო დღეებში გაუთავებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა

ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მწყობრიდან გამოიყვანა სარწყავი არხები, დაანგრია ხიდები, მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. საბედნიეროდ, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებული მდინარეები ალაზანი, გუჯარულა, ბოდბისხევი, ენგური, ჯუმი და ჩხოუში კალაპოტიდან გადმოვიდნენ და დიდი ზარალი მიაყენეს ახლოსმდებარე სოფლების მოსახლეობას. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწები, განადგურებულია მოსავალი, დაიტრობა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო პირუტყვი და ფრინველი. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გზები და ხიდები კიდევ უფრო დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით, წყალდიდობით მიყებევული ზარალი თბილისის მიწისძვრით მიყენებულ ზარალს აღემატება. თბილისის მიწისძვრით მიყენებული ძარალი კი, შეგახსენებთ, 130 – 140 მილიონ დოლარს აღემატება.
წყალდიდობით მიერ მიყენებული ზარალი ასე გამოიყურება - ოფიციალური ინფორმაციით, მარნეულში 1200 ოჯახი დაიტბორა, კახეთში – 1400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ბორჯომში ევალუირებულია 5 ოჯახი, ქქსანში – საფრთხეს 5 ოჯახი გამოარიდეს. ოთხი ხიდი დაინგრა სიღნაღის რაიონში. წყალდიდობამ წალეკა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის რამდენიმე სოფელი.
დაახლოებით ასეთივე დიდი ზარალი მიადგა საქართველოს ამ ორი წლის წინ, როცა საქართველოში არნახული გვალვა იყო. მაშინ თითქმის სამი თვის მანძილზე საქართველოში წვიმა არ ყოფილა, რამაც მოსავალი პირწმინდად გაანადგურა. მაშინ, გემახსოვრებათ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ისიც განაცხადა, ყოველ საღამოს ცას შევყურებ, იქნებ წვიმა წამოვიდესო. დღეს ასევე ცას შეჰყურებენ სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, ოღონდ სხვა მიზეზით – წვიმიანი ამინდების გაგრძელების შემთხვევაში, თბილისი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება – ჟინვალის წყალსაცავი სავსეა, კაშხლის დაცლა კი მდინარეების ადიდების გამო ვერ ხერხდება. წყალდიდობის გამო, თბილისის რიგ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. არის შეფერხებები წყლით მომარაგების თვალსაზრისითაც. ჰიდრომეტცენტრის პროგნოზი დამაიმედებელია – წვიმები საქართველოში მოსალოდნელი თითქოს არ არის. ალბათ, ექსტრემალურ მდგომარეობაში განსაკუთრებით იზრდება ამინდის პროგნოზისადმი ინტერესი. განსაკუთრებით დღეს, როცა თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 22 საათიანი წვიმა ჟინვალს ბოლომდე გაავსებს, რაც უკვე თბილისს შეუქმნის დიდი საფრთხეს. განსაკუთრებით მტკვრის განაპირა უბნებს. სამი თვის ინტერვალით მიწისძვრა და წყალდიდობა – თბილისისთვის მეტისმეტი იქნება.
თბილისს ჯერჯერობით მიწისძრვრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის ვერ გაურთმევია თავის. ის პირველადი აღტკინება, რომელიც მიწისძვრის პირველ დღეებში უხვად გამოითქმეოდა, ნელნელა დავიწყებას მიეცა. ბუნებრივია ისიც, რომ მხოლოდ თბილისის ბიუჯეტით მიწისძვრით დაზარალებულების დახმარება სრულიად წარმოუდგენელია. საერთაშორისო ფონდები კი საქართველოს დახმარებას არ ჩქარობენ. ის კი არა, ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი, ვინც წლების მანძილზე საქართველოში სხვადასხვა პროგრამას ანხორციელებდა, უკვე საკმაოდ მძაფრს წონაპირობებს აყენებს თნამშრომლობის გასაგრძელებლად. მაგალითდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების საქართველოში განახლების წინაპირობა ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას უკავშირდება. პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ ამ მხრივ ახლა საქართველოში იმედისმომცემი მდგომარეობაა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ ფინანსთა სამინისტრომ, პირადად მინისტრმა ბატონმა მირიან გოგიაშვილმა, რომელმაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იკისრა, მთლიანად გაართვა თავის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულებას. მან და მისმა ახალგაზრდა კოლეგებმა. როგორც ყოველთვის, ახლაც მითუმეტეს, როცა იმედის მომცემი პროგნოზი გაჩნდა, მინისტრსა და მის კოლექტივს, იმედი უბდა ჰქონდეს ხელისუფლების, პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრის სრული მხარდაჭერის.”
მხარდაჭერა 2 ივლისს უკვე სახელმწიფო მინიტრს ავთანდილ ჯორნებაძეს დასჭირდება, როცა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშს გააკეთებს 2002 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ. პრეზიდენტისგან განსხვავებით, პარლამენტართა დიდ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ბიუჯეტი არ შესრულებულა.
XS
SM
MD
LG