Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყების წარმომადგენელი


გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყების წარმომადგენელი ფილიპო გრანდი ავღანეთის ჩრდილოეთში იმყოფება,

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყების წარმომადგენელი ფილიპო გრანდი ავღანეთის ჩრდილოეთში იმყოფება,
სადაც შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებების გამო მკვეთრად გაუარესდა ჰუმანიტარული მდგომაროება. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩრდილოეთის ექვს პროვინციაში ბრძოლები მიმდინარეობს ავღანელი უზბეკების ლიდერის, აბდულ-რაშიდ დოსტუმის რაზმებსა და ადგილობრივი ტაჯიკების ფორმირებებს შორის, რომელთაც მოჰამად ატა მეთაურობს. როგორც ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა რაგნილდ ეკმა, ფილიპო გრანდი დოსტუმთან და ატასთან აპირებს ეროვნულ უმცირესობათა და მშობლიურ ადგილებში დაბრუნებულ ლტოლვილთა დაცვისკენ მიმართული ზომების შესახებ მოლაპარაკებას. ავღანეთის ჩრდილოეთში ეროვნული უმცირესობები შეიარაღებული ფორმირებების მიერ იდევნებიან. გაერო იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა ამ რეგიონში.
XS
SM
MD
LG