Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები


ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები

ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები
ამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მეთაურის ჰამიდ კარზაის მოადგილის, ჰაჯი აბდულ ყადირის მკვლელობის გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს განაცხადა ქაბულში სამშვიდობო ძალების სარდლობამ. ავღანეთის გარდამავალმა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება უცხოელი სპეციალისტები ჩართოს ხსენებული მკვლელობის გამოძიებაში. აბდულ ყადირი შაბათს მოკლეს ქაბულში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი – დაკავებულია. დაკავებულია აბდულ ყადირის 10 პირადი მცველიც, რომლებმაც ვერ გაართვეს თავი ნაკისრ ვალდებულებას. ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო მარტინს და კრუზმა განაცხადა, რომ ყადირის მკვლელობამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ავღანეთში. დღეს ბიშკეკში, ყირგიზეთის პრეზიდენტთან ასკარ აყაევთან შეხვედრისას და კრუზმა შუა აზიის ქვეყნებს მოუწოდა რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად მჭიდროდ ითანამშრომლონ ეუთოსთან.
XS
SM
MD
LG