Accessibility links

logo-print

ისრაელმა სამხედროებმა კიდევ 1 დანაღმული


ისრაელმა სამხედროებმა კიდევ 1 დანაღმული ავტომანქანა დააკავეს დღეს ქალაქ კალკილიის მახლობლად,

ისრაელმა სამხედროებმა კიდევ 1 დანაღმული ავტომანქანა დააკავეს დღეს ქალაქ კალკილიის მახლობლად,
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა, მარტო განვილი 3 კვირის მანძილზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააკავეს 3 დანაღმული ავტომანქანა, აგრეთვე 15 პალესტინელი, რომლებსაც ტერორისტული აქტები უნდა განეხორციელებინათ ისრაელში. ამასობაში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა, პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებთან დღეისათვის დანიშნული შეხვედრა გააუქმა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი არ აპირებს პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG