Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ბაათის პარტიის მმართველობის


ერაყში, ბაათის პარტიის მმართველობის 34-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე

ერაყში, ბაათის პარტიის მმართველობის 34-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე
ერაყის პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა თავის ხალხს მოუწოდა დაიცვას ქვეყანა ამერიკის თავდასხმის შემთხვევაში. მისი თქმით, ერაყის რევოლუციას ვერაფერი დაამარცხებს.
თურქეთში აშშ-ის თავდაცვის მინიმტრი პოლ ვოლფოვიცი თურქეთის ლიდერებს ერაყის წინაღმდეგ ამერიკის ქმედების თაობზაე მოელაპარაკა.
ვოლფოვიცმა თქვა, რომ ერაყის რეჟიმი აშშ-ისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მას აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და განავითარებს მას.
გასულ კვირაში ბუშმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ერაყის რეჟიმს შესაცვლელად.
ბრიტანეთის პრემიერმა ბლერმა განაცხადა, რომ არ იქნება საჭირო გაეროს ახალი რეზოლუცია ერაყის წინაღმდეგ სამხედრო აქციისთვის. ბლერმა ისიც თქვა, რომ ერაყის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
XS
SM
MD
LG