Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ


ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის განცხადებით, კავკასიაში არსებული სიტუაცია კვლავ მთავარ პოლიტიკურ საკითხად არის შეტანილი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის განცხადებით, კავკასიაში არსებული სიტუაცია კვლავ მთავარ პოლიტიკურ საკითხად არის შეტანილი
ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მედიამაქსის სააგენტოს ცნობით, ამ შინაარსის განცხადება შვიმერმა ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. “მოუგვარებელი კონფლიქტები მთიან ყარაბაღსა და აფხაზეთში აფერხებს სამხრეთი კავკასიის ქვეყნების დახმარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის რეგიონის დემოკრატიზაციის პროცესს”, განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ პრობლემათა უმრავლესობა სწორედ ამ გაყინული კონფლიქტების შედეგია.
XS
SM
MD
LG